დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს. მანამდე პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ავიაკატასტროფა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2 ივლისს მოხდა. სოფელ დისველში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
გორში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.