გორში, დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
ავიაკატასტროფა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2 ივლისს მოხდა. სოფელ დისველში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
გორში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.