რუსეთის ფედერაცია ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს მუკრაინაში ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინაში ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, კრიზისის, რომელიც წარმოიშვა შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების აბსოლუტურად უცერემონიო პოლიტიკის შედეგად“, - განაცხადა პუტინმა.
მისი განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად.
პუტინის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.
„სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოების საფრთხეების სრულ სპექტრს. რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.