აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. როგორც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხის უმეტესი ნაწილი - 2,2 მილიარდი დოლარი - გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI), რომლის მიხედვითაც იარაღის შეკვეთა ხდება უშუალოდ მწარმოებლებთან ან პარტნიორებთან.
ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების შეძენა. პენტაგონი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს დააჩქაროს ამ იარაღის მიწოდება და, ამრიგად, „უკრაინა მიიღებს საზენიტო რაკეტებს, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაიცვას თავისი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსული საჰაერო თავდასხმებისგან“.
კიდევ 150 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა აშშ--ს სამხედრო მარაგებიდან იმ მექანიზმით, რომელიც აშშ--ს პრეზიდენტს იარაღის გადაცემის უფლებამოსილებას აძლევს.
ამ პაკეტის ფარგლებში, კიევი მიიღებს რაკეტებს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და HIMARS--ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, 81 მმ-იან ნაღმტყორცნებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Javelin-ებს და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა იარაღს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ეს არის მეშვიდე დახმარების პაკეტი უკრაინისთვის აპრილიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კიევის დასახმარებლად. 60,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს