ნატო-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უკრაინას 43 მილიარდი დოლარს ოდენობით სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
ამის შესახებ ორმაევროპელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სთხოვა მოკავშირეებს შეასრულონ მრავალწლიანი ვალდებულებები კიევის სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად იმავე დონეზე, როგორც ომის დაწყების შემდეგ, რაც წელიწადში დაახლოებით 43 მილიარდ დოლარ შეადგენს.
წყაროების ცნობით, ნატო-ს ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს ამ წინადადებას, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მომავალ სამიტებზე მოკავშირეების წვლილი გადახედონ.
მათ ასევე გადაწყვიტეს მომდევნო წლის განმავლობაში ორი ანგარიშის მომზადება, რათა დაადგინონ, თუ რომელი ქვეყანა და როგორ ეხმარება უკრაინას.