აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის. იუწყება Reuters
გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლისა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის (DNC), ასევე ბაიდენის კამპანიაში ჩართული რამდენიმე მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დებატებმა, რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გაიმართა, დემოკრატიულ პარტიაში პანიკა და შეშფოთებები გამოიწვია. დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით არსებული კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა, თუ რამდენად შეძლებს ჯო ბაიდენი მეორე ვადით ქვეყნის გაძღოლას.
წყაროების თქმით, თუკი ბაიდენის ნაცვლად დემოკრატიული პარტია ჰარისის კანდიდატურას წარადგენს, მაშინ იგი ბაიდენის კამპანიის ინფრასტრუქტურასა და კამპანიის ფარგლებში შემოსულ თანხაზე კონტროლს მოიპოვებს.
კამალა ჰარისის გარდა, დემოკრატები ასევე განიხილავენ გუბერნატორების, გევინ ნიუსომის, გრეტჩენ უითმერისა და ჯოშ შაპიროს კანდიდატურებს.