უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო.
ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში ორბანმა თქვა, რომ მან ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ძალებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც, მისი აზრით, დააჩქარებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
მან დასძინა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა მისი ინიციატივის გაზიარებას და მიიღო უკრაინის არგუმენტები.
ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარს არ უჭერს მას, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.
გუშინ, 2 ივლისს ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.