რა ბუდუს ვუთხარი ხალხო, რაებს იგონებთ, ასეთი უსამართლოდ ადამიანის გადავლა, რაღაცა არ არის კარგი და ლამაზი", - ამბობს დიმა ობოლაძე Instagram-ზე გავრცელებულ "სთორიში".
"სქრინებს მიყრიან, რომ რაღაცა ფეისბუქზე, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, რომ რაღაც სიტყვას არ გაძლევთო თუ... არაფერი, ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?
მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან, შეიძლება სხვას ვუთხარი, უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს, რომ ხომ სიტყვით არ გამოდიხარ - არა, და მორჩა, ეგ იყო და ეგ.
რა ბუდუს ვუთხარი ხალხო, რაებს იგონებთ, ასეთი უსამართლოდ ადამიანის გადავლა, რაღაცა არ არის კარგი და ლამაზი", - ამბობს დიმა ობოლაძე.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ ბუდუ ზივზივაძეს დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.