ცოტნე ივანიშვილი, როგორც ჩანს, არის ჩრდილოვანად ძალიან ახლოს მაღალ ოფიციალურ პირებთან, რაც ფეოდალური წყობილების წარმოდგენაა საქართველოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის შვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კალაძე, არ ვიცი, ვიღაც გაუგებარ ხალხთან ერთად, სრულიად ბუნებრივია, პრინციპში, აბა, გერმანიის კანცლერთან კი არ იყო ფოტო, ან ბერლინის მერთან, ან სხვადასხვა ფედერალური სამსახურების წარმომადგენელი. ცოტნე ივანიშვილი, როგორც ჩანს, არის ჩრდილოვანად ძალიან ახლოს ზუსტად მაღალ ოფიციალურ პირებთან, რაც რაღაც ზუსტად იმ ფეოდალური წყობილების წარმოდგენაა საქართველოში, რომელზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ,“ - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, UFC-ის ყოფილი ჩემპიონს, დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე შეხვდნენ, გავრცელებულ ფოტოზე ჩანს ცოტნე ივანიშვილიც.