1-ელი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
ევროკავშირის თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. ეს თანამდებობა ქვეყნებს რეალურად მცირე ძალაუფლებას აძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტბი დააყენოს. 2024 წლის დეკემბრიდან უი=ნგრეღს პოლონეთი შეცვლის.
ბუდაპეშტის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი კი იქნება თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა.
ეს პრიორიტეტებია:
ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება; შეთანხმებული პოლიტიკის“ კურსის განსაზღვრა (ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დონის გათანაბრება); „ფერმერზე ორიენტირებული“ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ხელშეწყობა; რეაგირება "დემოგრაფიულ გამოწვევებზე"; „თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკის უზრუნველყოფა“;
„უნგრეთი იმუშავებს, როგორც გულწრფელი შუამავალი წევრ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის გულწრფელი თანამშრომლობის სულისკვეთებით, ჭეშმარიტად ძლიერი ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ვებგვერდზე.