საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ხმების 34,2%-ს იღებს.
მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების ბლოკი „ახალი სახალხო ფრონტი“. მას ხმა მისცა 29,1%-მა.
მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ამომრჩეველთა 21,5%-ის მხარდაჭერა მიიღეს.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა., რომ მაკრონის გუნდი, ფაქტობრივად განადგურდა.
მარინ ლე პენის თქმით, ხალხს აშკარად სურს ცვლილებები.
„დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს…{ფრანგებს სურთ} გვერდის გადაფურცვლა შვიდწლიანი დამამცირებელი და გამანადგურებელი მმართველობის შემდეგ“, - თქვა მარინ ლე პენმა.