ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს. იუწყება Reuters
მოლაპარაკებები ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.