ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„დანამდვილებით ვიცი, რომ განსაკუთრებით ევროპულ და კიდევ უფრო განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში, იმიტომ, რომ რასაც ლაპარაკობს ჩვენი გარუსებული მთავრობა, იმის ახსნა ჩვენს ელჩებს ძალიან უჭირთ",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "პირველებთან".
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საქართველოს ელჩებს მიმართა: თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას.