გვახსოვდეს გავრილოვის ღამე - პარლამენტთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დღეს ე.წ. გავრილოვის ღამის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა "დაფიონია“.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გმირთა მოედნისკენ მსვლელობით დაიძრებიან, სადაც აქციის მონაწილეები სამოქმედო გეგმას დააანონსებენ,რითაც ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს.
2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 სამართალდამცველი. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა.