აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც ვროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დღეს შავი ზღვის რეგიონში ვიზიტს იწყებს.
მისი თქმით, ვიზიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
"დღეს შავი ზღვის რეგიონში ვიზიტს ვიწყებ, სადაც უსაფრთხოების საფრთხეები იზრდება, თავდასხმები ხშირდება და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
რუმინეთსა და ბულგარეთში ქვეყნის ლიდერებს შევხვდები, რათა ადგილზე არსებული ვითარება და განვიხილოთ, როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს მასზე რეაგირება.
ვიზიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა.
შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას მხარდაჭერა მისი მოწოდების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებსაც მოიცავდეს.
ასევე განვიხილეთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა და ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
მოუთმენლად ველი დუბლინში, ამ კვირის ბოლოს, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების განხილვას", - წერ ურსულა ფონ დერ ლაიენი.