თბილისში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. 21 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა.
მძღოლი, რომელიც კომპანია "შირნჰოფერის" კუთვნილ ავტომანქანას მართავდა სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ის დაკავებულია. ჭინასწარი ინფორმაციით, მძღოლი არც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. U
უბედური შემთხვევის მიზეზი დგინდება.