იტალიის სენატმა დაამტკიცა მთავრობის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის, პრემიერ- მინისტრის პირდაპირ არჩევას და მისი ინიციატორების თქმით, მიზნად ისახავს იტალიის პოლიტიკაში სტაბილურობას.
იტალიის საკონსტიტუციო რეფორმას მხარი 109-მა სენატორმა დაუჭირა, 77-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად კონსტიტუცია და სამფეროვანი დროშები გამოფინეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელმაც პირადად წამოიწყო რეფორმა, მიესალმა სენატის გადაწყვეტილებას, როგორც პირველ ნაბიჯს დემოკრატიის განმტკიცებისკენ, ინსტიტუტების სტაბილურობისკენ, "სასახლის თამაშების დასრულებისა და მოქალაქეებისთვის უფლების დაბრუნებისკენ, აირჩიონ ხელმძღვანელობა".
სენატის შემდეგ დოკუმენტი გაიგზავნება ქვედა პალატაში - დეპუტატთა პალატაში, მაგრამ ზოგადად მან უნდა გაიაროს ოთხი მოსმენა ორ პალატაში და საბოლოოდ უნდა მიიღოს ხმების ორი მესამედის მხარდაჭერა - ან დამტკიცდეს რეფერენდუმზე გატანა.
პროექტი, ითვალისწინებს საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით მთავრობის მეთაურის არჩევას იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან ერთად.
ასევე პროექტი ითვალსიწინებს სენატორების უვადო თანამდებობების გაუქმებას. ის სენატორები, რომლებსაც უკვე აქვთ უვადო სტატუსი, შეინარჩუნებენ მას. რეფორმა არ იმოქმედებს იტალიის პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე.