შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ სამმშვიდობო სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 57 წარმოდგენილი იქნება უმაღლეს დონეზე - პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების სახით.
მინისტრთა დონეზე კიდევ 29 სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი - ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები. ექვსი ქვეყანა გაგზავნის ელჩებს: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია.
გარდა ამისა, სამშვიდობო სამიტზე ბრაზილიასა და წმიდა საყდარს აქვთ დამკვირვებლის, და არა მონაწილის სტატუსი. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთიდან დელეგაცია არ იქნება.
შვეიცარიაში საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენენ ევროპის საბჭო, ეუთო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტი (ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი). დამკვირვებლის სტატუსი აქვთ გაერო-სა და მსოფლიო საპატრიარქოს.