ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პრესმდივანი რობერტ გიპსი თანამდებობას ტოვებს.
როგორც გიპსმა ტელეკომპანია "CNN"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ გზავნილს გაახმაურებენ.
ამ ეტაპზე ობამას პრესმდივნის გადადგომის მიზეზები და მისი შემცვლელი ჯერ არ სახელდება, თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გიპსი თეთრ სახლში უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ.