უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგში სიტყვით გამოვიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლებელია იმ ილუზიის გაფანტვა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი სამუდამოდ იქნება და ომი კი უსასრულოდ.
მისი თქმით, რუსეთის არამია ათობით ახალ სასაფლაოს ტოვებს და ეს ნიშნავს, რომ არავის უნდა ჰქონდეს რუსეთის არმიისგან დაცვის დეფიციტი.
„მოსკოვში ვიღაცის დაცვა, ასეთი თავდაცვა ვერ იქნება. ევროპა უნდა იყოს საკმარისი ძალის კონტინენტი, რათა იყოს მყარი მშვიდობის სივრცე. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. და ვინმემ სხვაგვარადაც რომ სცადოს, პუტინი თავად გაანადგურებს მასთან მოლაპარაკების ნებისმიერ იდეას. ის მიისწრაფვის დაპყრობისკენ და არა მხოლოდ რუსეთის მეზობლების. რუსი მკვლელები იყვნენ ალეპოში და არიან აფრიკაში. ისინი სწავლობდნენ ომს, როდესაც გროზნოს ანგრევდნენ და საქართველოს ტეხდნენ. მათ დატოვეს დაყოფილი მოლდოვა. მათ დააჩოქეს ბელარუსი. დავუშვებთ თუ არა, რომ რუსეთმა გააგრძელოს ასეთი მსვლელობა ევროპაში? ნამდვილად არა. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ პუტინი პირადად დამარცხდეს, რომ მან წააგოს ეს ომი. წააგოს მცდელობა, ევროპა ისეთ დღეში ჩააგდოს, როდესაც ომიდან ამოსვლა უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბერლინის კედლის დაცემამდე ერთი-ორი წლით ადრე, არავინ ივარაუდებდა, რომ კედელი დაეცემოდა,
„ალბათ, გახსოვთ, რომ ბერლინის კედლის დაცემამდე ერთი-ორი წლით ადრე არავინ ივარაუდებდა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ ის სამუდამოდ გაქრა.
და ეს დამოკიდებული იყო პოლიტიკოსებზე და ხალხის ნებაზე. ასევე, ახლა ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდა და ომს დასასრული არ აქვს. მაგრამ ეს ასე არ არის, ეს ყველაფერი ილუზიაა. ილუზია, რომელიც შეიძლება გაიფანტოს ლიდერობით. შეიძლება გაიფანტოს გადაწყვეტილებებით. ეს შეიძლება გაიფანტოს წარმატებებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს გაკეთდება, მათ შორის გერმანიასთან ერთად.
„24 თებერვალს, ამ შემოჭრის დასაწყისში, ვერავინ დაიჯერებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ფაქტია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთუს დამარცხება შესაძლებელია.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით შეგვიძლია გავზარდოთ უსაფრთხოების სივრცე. და თავად უსაფრთხოების სივრცე თავისით არ იზრდება - მხოლოდ ერთობლივი გადაწყვეტილებებისა და საერთო გამბედაობის წყალობით. ეს ყველაფერი ფაქტებია. ეს ყველაფერი არის უკრაინის, გერმანიის, ყველა ჩვენი მოკავშირის და ყველა ჩვენი პარტნიორის ხელმძღვანელობის გამოვლინება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ევროპას მშვიდობის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ. ასევე არ არსებობს სხვა კონტინენტური ოცნება, გარდა მშვიდობიანი ევროპისა.
„ჩვენ გვაქვს თუ არა სხვა მოვალეობა, ვიდრე დავიცვათ ჩვენი ხალხები, ჩვენი ევროპა და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია წესებზე? არა. რუსეთს სხვა მიზნები და ოცნებები აქვს. ის ერთია - ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ. და ამიტომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვაიძულოთ ის შეიცვალოს და ეს შესაძლებელია, რადგან არ არსებობს კედლები, რომლებიც არ იშლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.