ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს.
ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. მას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით ჰქონდა წარდგინილი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე პუნქტში.
ბაიდენს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელვერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.