ბარენცის ზღვაში რუსული ხომალდი ადმირალი ლევჩენკო იწვის. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების პრესსპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა Facebook-გვერდზე დაწერა.
პლეტენჩუკის თქმით, ხომადლის ეკიპაჟზე რამდენიმე ასეული სამხედრო იმყოფება და ისინი გადარჩენას ცდილობენ.
"მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდი ადმირალი ლევჩენკო ბარენცის ზღვაში. გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ, იმედია, უშედეგოდ. ასე ხდება მაშინ, როცა "ზესახელმწიფო" სანქცირდება უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ მართავს ძრავებს, რომლებსაც მიკოლაევში აწარმოებენ. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა... რომ გესმოდეთ, ეკიპაჟზე რამდენიმე ასეულია. რა თქმა უნდა [კრეისერი] მასკვა არაა, მაგრამ არც ცუდია." – წერს პლეტენჩუკი.