აფეთქება მოხდა პოლონეთის ქალაქ სკარჟისკო-კამენის იარაღის ქარხანაში. ამის შესახებ გამოცემა Wyborcza იუწყება.
ქარხანა Mesko აწარმოებს იარაღსა და საბრძოლო მასალას, მათ შორის უკრაინისთვის.
2022 წლის ნოემბერში კომპანიამ გააფორმა გარიგება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან Piorun-ის გადასატანიი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე, რომლებიც პენტაგონს უკრაინისთვის უნდა გადაეცა.
საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, აფეთქება მოხდა რაკეტის საწვავის ცენტრში. დაიღუპა საწარმოს ერთი თანამშრომელი, ერთი კი დაშავდა.
როგორც გამოცემა წერს, 2021 წელს ამ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა, ორივეჯერ უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ იარაღის ქარხანაში მომხდარ აფეთქებაში გარე ძალები არ მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ დროისთვის ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
ქარხანაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც შემთხვევის გარემოებებს გამოიძიებს.