აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისის შეხვდა.
ბლინკენი ეგვიპტეში ორშაბათს ჩავიდა. ვიზიტის მიზანია „ჰამასსა“ და ისრაელზე ზეწოლის გაზრდა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და ლიბანში ომის გავრცელების თავიდან აცილება.
ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისის შეხვდა. მოგვიანებით, ორშაბათს ის გაემგზავრება ისრაელში, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ სახელმწიფო მდივნის ეს მერვე ვიზიტია რეგიონში. ამ კვირაში ბლინკენი ასევე ეწვევა იორდანიასა და კატარს.
31 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა ისრაელის წინადადება სამეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ის ითვალისწინებს საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას და ღაზის აღდგენის ზომებს.
ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გააქტიურდა. ოთხშაბათს დოჰაში, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი შეხვდა მაღალჩინოსნებს ყატარიდან და ეგვიპტიდან, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ მოლპარაკებებში.
გასულ კვირას ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა. ბლინკენი, განცს სავარაუდოდ, სამშაბათს შეხვდება.