სომხეთის ოპოზიცია და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთი და სომეხი ხალხი მოატყუა.
„ღირდა ამ ომის დაშვება? ნუთუ რუსეთი იმდენად სუსტი იყო 2020 წელს, რომ მათ საშუალება მისცა, შემოსულიყვნენ და ჩვენი შვილები დაეხოცათ? მართლა არ იყო კასპიის ზღვაში არცერთი გემი, რომელიც აზერბაიჯანს მიუახლოვდებოდა? მთელი ომის განმავლობაში გულუბრყვილო ბავშვებივით გვქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც შევაჩერებდით. იყო ფასი, რომელიც სომხებს უნდა გადაეხადათ, რადგან სომხებმა აირჩიეს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზა და ამისთვის სომხები უნდა დაესაჯათ“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
შეკითხვაზე, რომ ოპოზიცია სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მან უპასუხა:
„თუ ასეა, მაშინ რატომ ვიღებთ თავდასხმებს ამ მხარეებისგან? თურქული მხარე აცხადებდა, რომ საზღვარს ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ გახსნიდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვნად შენელდა.
რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა? ყველა მხრიდან დარტყმებს ვიღებთ. დღეს ჩვენს წინააღმდეგა არის ყველა, ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია. ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. მხოლოდ სომხეთის ხალხი გვიჭერს მხარს. თქვენც იცით, რომ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა სიმონიანმა.