ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.
„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს პიტერ სტანო.