ჩეხეთში სამგზავრო მატარებელი, რომელიც უკრაინის ქალაქ ჩოპის მიმართულებით მიდიოდა, სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ვრცელდება ინფორმაცია ოთხი დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ. ჩეხური მედიის ცნობით, სარკინიგზო შემთხვევა პარდუბიცეს სადგურთან მოხდა.
როგორც იუწყებიან, ათობით დაშავებულს შორის არიან ბავშვებიც. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენები და მეხანძრე-მაშველები, ასევე მოხალისეები.
მომხდარს გამოეხმაურა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.
"მატარებლის შეჯახება დიდი უბედურებაა, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ მსხვერპლზე და დაშავებულებზე. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს ტყველა დაზარალებულის მიმართ", - წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი X-ში.