Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ უახლოეს მომავალში უკრაინას 225 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის.
როგორც სააგენტო იტყობინება, ცნობები უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის წინ გავრცელდა. ორი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს ხუთშაბათს, ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
Reuters-ი წერს, რომ უცნობია, როდის გამოცხადდება ოფიციალურად დახმარების პაკეტი - ხუთშაბათს თუ პარასკევს.