უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა ამერიკული იარაღი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ამის უფლება მისცა.
ამის შესახებ გამოცემა АР-ს წყარომ დაუდასტურა. წყაროს არ დაუკონკრეტებია თუ სად განხორციელდა დარტყმა ამერიკული იარაღის გამოყენებით.
მაგრამ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2 ივნისს უკრაინამ სისტემა HIMARS-ით გაანადგურა S-300/S-400-ის დანადგარი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარე ხარკოვს ბომბავდა.
აღნიშნულია, რომ დარტყმა განხორციელდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახლახან დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, რომელმაც დაუშვა ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ხარკოვის დასაცავად.