2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთმა რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი.
ცხრა ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა არიან: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მალი, კუბა და ბურუნდი.
ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ისრაელი და ირანი.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.