საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ნატო-ს წევრობაც სურდათ, თუმცა, ისინი არიან ძალიან ახლოს რუსეთთან, - ახებ კონგრესმენმა, სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა.
„საქართველოში 2012 წელს მოვხვდი, ეს იყო დრო, როცა "ქართული ოცნება" ძალაუფლებაში მოვიდა, როცა ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება - ეს ოცნება იყო, კარგი ოცნება. ის უკვე 12 წელია, რაც ძალაუფლების სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის მართავს ყველაფერს...
ხალხის განსჯა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ის "ოცნება" არ იყო. ის ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს ჰყავდა, რომლებსაც სურთ, ყველაფერს მართავდნენ - ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები.
ის კანონი, რომელიც ახლახან მიიღეს საქართველოში, როგორც ამბობდნენ მიმართული იყო უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ, მაგრამ ეს უცხოეთის აგენტები, როგორც მათ უწოდეს, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ გამჭვირვალობას და თავისუფლებებს. ისინი დაინტერესებულები არიან მთავრობის კონტროლით. ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი არასამთავრობოების დაჩაგვრას, არ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არ არის დასავლური ღირებულებები. საქართველოს კი ვიცით, რომ ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ამ ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მე მგონი, მათ სურდათ ნატო-ს წევრობაც. თუმცა, ისინი არიან ძალიან ახლოს რუსეთთან, მათ უნდა ესწავლათ სამხრეთ ოსეთის გაკვეთილზე, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი. მაშინ, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ სცემენ პატივს სტალინს და მე ვარ ნაყოფი გორში, სტალინის მუზეუმში, ეს საინტერესო სანახავია, როდესაც სტალინს აღიქვამენ, როგორც ქართველს, რომელმაც კარგი საქმეები გააკეთა, მაგრამ მან ასევე გააკეთა ცუდი საქმეებიც. როგორც ჩანს, მათ აქვთ გარკვეული პატივისცემა სტალინისადმი“, – განაცხადა კონგრესმენმა.