ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, 44 დეპუტატის სახელით, პარლამენტს განსახილველად საქართველოს შესახებ განცხადების პროექტი წარუდგინა.
საგარეო საქმეთა კომიტეტი პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და კენჭისყრისთვის გაგზავნის საკითხს 4 ივნისს განიხილავს.
ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ ვიდრე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებს დემოკრატიული კრიზისის გადაჭრას, არ დაუბრუნდება ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას, არ გააუქმებს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ესტონეთმა უნდა დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
„ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ; განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და პირების მიმართ, რომლებმაც ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ; დაიცვან პირობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაზე და განახორციელონ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, ვიდრე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებს დემოკრატიული კრიზისის გადაჭრას, არ დაუბრუნდება ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას, არ გააუქმებს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტი მიიჩნევს, რომ ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი. კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საჭიროა სამთავრობო სანქციების დაწესება, მათ შორის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა, ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელების, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო ჯგუფისთვის. ესტონეთის პარლამენტი ასევე აღნიშნავს სამთავრობო სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში და ევროკავშირისთვის შესაბამისი სიის წარდგენას.
პარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაყინვაზე, ვიდრე არ გაუქმდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. რიიგიკოგუ პატივისცემას გამოთქვამს მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.