საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა საკუთარი თვალით ნახონ „ქართულიოცნების“ რეალური პოლიტიკური სახე, ის ვანდალიზმი, ფიზიკური ძალადობა, რაც სამიოდე დღის წინ ჩაიდინეს ჩვენი ოფისის, ჩვენი თანამშრომლების მიმართ, მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, როგორი იქნება წინასაარჩევნო პერიოდი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საგარეო მიმართულების მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკური სახე, ის ვანდალიზმი, ფიზიკური ძალადობა, რაც სამიოდე დღის წინ ჩაიდინეს ჩვენი ოფისის, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ღამით, პრაქტიკულად გამთენიისას დაახლოებით 80-90 ადამიანი, რომლებმაც სასტიკად დაარბიეს ოფისი, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარტნიორებმა თავის თვალით იხილონ და იცოდნენ, როგორი იქნება შემდეგი 4-5 თვე, ანუ წინასაარჩევნო პერიოდი და რამდენად უქმნის დისკომფორტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ ოცნებას“ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მათი მთავარი სამიზნე. ჩვენში ხედავენ ალტერნატიულ ძალას, მათ მიზნად აქვთ დასახული და ბიძინა ივანიშვილის განცხადებითაც ეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს, უნდა განადგურდეს, რასაც ისინი ვერასდროს მიიღებენ, ვერასდროს მიაღწევენ, ამ დასახულ მიზანს და ამოცანას შესრულება არ უწერია, რადგან ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, არ გვეშინია მათი ამ ტიპის ვანდალიზმის, მათი შეტევების, მათი ძალადობის, რადგან მუდმივად მზად ვიქნებით. ოქტომბრის ბოლოს ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, ან სახლში წასვლა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.