"ქართულ ქარტიას" ამ დროისთვის 16 პარტია აწერს ხელს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც ათონელის რეზიდენციაში მივიდა და პრეზიდენტის ინიცირებულ დოკუმენტს ხელს მოაწერა, ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საჭიროა ერთობა კონკრეტულ და უმნიშვნელოვანეს თემებთან დაკავშირებით.
ორბელიანების სასახლეში დოკუმენტს ამ დროისთვის ხელი მოაწერეს: ეკა ბესელიამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, პაატა დავითაიამ, თაკო ჩარკვიანმა, გია გაჩეჩილაძემ, მამუკა ხაზარაძემ, ნიკა მელიამ, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, გიგა ბოკერიამ, ქეთევან თურაზაშვილმა, თინა ბოკუჩავამ, პაატა მანჯგალაძემ, დავით ბერძენიშვილმა და პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელმა.
ქარტიაზე ხელმოწერაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს „გირჩმა“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.