რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდა.
"ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა [ქართული ქარტიის] დოკუმენტი. პოლიტიკურ პარტიებთან მას ჰქონდა წინასწარი კონსულტაციები, ბუნებრივია, საბოლოო ტექსტი მისია. ძალიან კარგი ტექსტია. პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის რეფორმაზეც აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ნაწილი არ არის ქარტიაში. ერთიანად დემოკრატიული მოდერნიზაცია, ანუ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოსი, იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტში.
მე იმედი მაქვს, რომ ეს უმძიმესი 5 თვე, რაც არჩევნებამდე დაგვრჩა საქართველოში მაინც იქნება იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების მოპარვას და არ ექვემდებარება დიდი უპირატესობით გამარჯვებული, პროდასავლური, დემოკრატიული, რეფორმატორული ოპოზიციისთვის ამ გამარჯვების წართმევას. მე ვარ ძალიან იმედიანად და პრეზიდენტი ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში". - თქვა პარტიის დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.