უახლოეს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, მოაწერს ხელს სალომე ზურაბიშვილის ქარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მიუერთდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს და ეს ყველას უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთიანობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიებისთვის კვოტების გადანაწილებისკენ მოუწოდა.
"ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება ალბათ, იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს და უამრავ სხვა ადამიანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.