ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია? - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “სირცხვილი ის არის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობას და მორჩილებას”.
“გუშინ ვიღაც დათიკაშვილი ამერიკული ნომრიდან მწერდა. ამ კანონში სტიგმატირება არისო - გაიძახიან ევროპელები. “მონაზე” მეტი სტიგმა რა გინდა? საერთოდ იცი მონა რა არის? ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?...მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვისტვენდა და იგინებოდა"
სირცხვილი არის ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობას და მორჩილებას. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც კანონს თავისი შეგნებით დაუჭირა მხარი, მას უცხო ქვეყნის, გნებავთ სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე - ვინც გინდათ, ეუბნება ამ კანონს ხმა რატომ მიეციო - ეს არის დემოკრატია? ჩემი ქვეყნის პარლამენტის საქმიანობაში ასეთი ჩარევა გგონიათ დემოკრატიული პროცესი? ან მეორე, 37-იან წლებს რომ იხსენებთ და ამდენი საზიზღრობა გააკეთეს კომუნისტებმა, იმ პერიოდში იყო ზუსტად, რომ შვილი მამაზე პასუხს არ აგებსო - იმას გადაასწრეს?
მომავალო თაობა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, მომავალი თქვენია, მოხვალთ ხელისუფლებაში და როცა გაგიბედავენ, რომ “ამა თუ იმ კანონს მხარი რატომ დაუჭირეთო” , მაშინ მიხვდებით, თუ რამხელა შეცდომას ჩადიოდით დღეს ამ კანონის გაპროტესტებით, როდესაც ფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრმა ამა თუ იმ კანონს თავისი ნებით მხარი არ უნდა დაუჭიროს”, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.