ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის ნათქვამთან დაკავშირებით განაცხადა.
ხარაზიშვილმა თქვა, რომ სია აქვთ იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ.
"მე არამგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიან, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. არ ვიცი, ამაზე მე კომენტარს ვერ გაკეთებ. ფაქტია, რომ ეს იყო ირონიული განცხადება, რომელიც იყო მიმართული ისეთი ადამიანისკენ, რომელიც ირონიას იმსახურებს.
რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი და შესაბამისად ვერანაირად ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში შსს მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულ ზე მაღალი სტანდარტით", - ამბობს კობახიძე.