ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ოპერატიული კონტროლი დაამყარეს ფილადელფიის დერეფანზე - ღაზის სექტორსა და ეგვიპტის საზღვართან 14 კილომეტრიან ბუფერული ზონაზე. ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
ფილადელფიის დერეფანი, რომელიც გადის ღაზის სექტორის საზღვართან, შეიქმნა 1979 წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ისრაელის არმიამ ის პატრულირებისთვის გამოიყენა ღაზის სექტორის დატოვებამდე,
„ისრაელი დიდი ხანია ეჭვობს, რომ პალესტინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ ამ დერეფანს იარაღის კონტრაბანდისთვის“ - განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ფილადელფიის დერეფანში 20-მდე გვირაბი აღმოაჩინეს. თავის მხრივ, ეგვიპტის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ეს მონაცემები უარყო.
„ისრაელი ამ ბრალდებებს ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ ოპერაციის გაგრძელების გასამართლებლად და პოლიტიკური მიზნებისთვის ომის გახანგრძლივებისთვის იყენებს“, - ციტირებს სააგენტო AFP ეგვიპტელ მაღალჩინოსანს.