ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო, რის გამოც გეოთერმულ კურორტ Blue Lagoon-დან და ქალაქ გრინდავიკიდან სასწრაფო ევაკუირება გახდა საჭირო
დეკემბრის შემდეგ ნახევარკუნძულზე ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა.
გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ იმოქმედებს ისლანდიის მიმართულებით ავიაფრენებზე.
გრინდავიკის მერის ფანარ იონასონის თქმით, მას აშფოთბეს ქალაქისკენ მიმავალი ლავის რაოდენობა, რომლის მოცულობაც, მისი თქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო ამოფრქვევების დროს დაფიქსირდა.
გრინდავიკში უსაფრთხოების გამო გამორთულია ელექტროენერგია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამმა ადამიანმა უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე.
მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადება დამათ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს
ცნობილია, რომ ყველა ქალაქში შემავალი გზა ამჟამად გადაკეტილია.