რას ეუბნებით შვილებს თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეებში აკეთებთ? - "ქართული ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიმართა გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, უმრავლესობას უთხრა, რომ შვილებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ იმის გამო, თუ რატომ მოექეცნენ ქვეყანასასე.
„მართლა გეტყობოდათ, ბატონი ლევან ბეჟაშვილი თუ ჩაერია თქვენს მეცადინეობაში და მადლობა ამისთვის, ლევანს. კი ბატონო, კარგია, კოლეგიალურია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალინ მძიმეა როცა ჩვენს შვილებზე საუბრობთ.
ცოტა უხერხულიც კი არის თქვენი მხრიდან ამის გაკეთება, რადგან ყველა ჩვენთაგანს და პირადად მე, თუ რამე გამიკეთებია და შემიქმნია, ეს არის ჩემი შვილი, რომელიც ნამდვილად ღირსეული ახალგაზრდაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა, თქვენ რას ეუბნებით თქვენს შვილებს ზოგადად თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეებში აკეთებთ. ისტორიაში ვინ როგორ შევა, ამას მართლა ისტორია შეაფასებს და ერთ რამეს გეტყვით, ჩვენი შვილები ისტორიაში ნამდვილად შევლენ, ღირსებით, პატრიოტიზმით, რწმენით და მთავარი პათოსით. თითოეული მათგანისთის არის -ენა, მამული და სარწმუნოება, თქვენგან განსხვავებით", - განაცხადა რიმა ბერიძემ.