აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი არ აპირებს გახდეს რუსეთის ერთ ერთი რეგიონი. "The Washingot Times"-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში სერგეი ბაღაფში აღნიშნავს, რომ "აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იგი არასოდეს გახდება სხვა რომელიმე ქვეყნის რეგიონი".
თუმცა ამის მიუხედავად, ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ იგი მადლობელია რუსეთის იმაზე მეტად "ვიდრე ამის გამოხატვა ძალუძს".
"მადლობელი ვარ რუსეთის აფხაზეთის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო ჩვენი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. თუმცა ისევე როგორც აფხაზეთის სხვა მაცხოვრებელი უარს არ იტყვის სხვა ქვეყნის დახმარების გამოყენებაზე იმისათვის რათა აფხაზეთის სახელმწიფოს ეკონომიკა ააშენოს",_ აცხადებს ბაღაფში.