ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, კობახიძეს და პაპუაშვილს, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან იურისტები, უთხრათ, რომ დასხედით ორიანები,“ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები აჩვენებს, რომ "მყარად ფეხზე არ დგანან".
„ყველაფერზე არის კრიტიკა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ფორმებზე, მიზანზე, რა პროცესით მიიღეს.
არცერთი აბზაცი და არცერთი სიტყვა არ არსებობს ამ კანონში, რომელიც არ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ.
საოცარია, რომ თვითონ არ გამოვიდნენ - თვითონ ალბათ, ეუხერხულათ, მინდა, ეს ვიფიქრო,“ - განაცხადა გიგაურმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, აღნიშნული კანონი უკან გაიწვიოს.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნება" ვენეციის კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა ისაუბრა.