ერთადერთი მსახიობი, რომელიც ტომ კრუზთან ერთად "შეუსრულებელი მისიის" ყველა სერიაში მონაწილეობდა, ვინგ რეინსი, მეოთხე ფილმში მონაწილეობისთვის რეკორდულ ჰონორარს ითხოვს. ამის შესახებ მსახიობმა განაცხადა.
"არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა ფილმში. ამჟამად მიდის ჩემი ჰონორარის განხილვა, თუ არ გადამიხდიან საკმარისს, ფილმში მონაწილეობას არ მივიღებ. მე მინდა 7,7 მილიონი, ისინი კი მაქსიმუმ 3 მილიონს მთავაზობენ. ან 7,7, ან ფილმში არ ვმონაწილეობ", _ განაცხადა მსახიობმა.
უნდა აღინიოშნოს, რომ მოთხოვნილი თანხა მხოლოდ რეიმსისთვის არ არის რეკორდული ჰონორარი. ეს თანხა საკმაოდ დიდია ჰოლივუდის მრავალი ვარსკვლავისთვის. რობერტ დაუნი უმცროსმა ფილმში "რკინის კაცი 2" ბევრად ნაკლები ჰონორარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "შეუსრულებელი მისია 4"-ის გადაღებები უკვე მიმდინარეობს. შემოქმედებითმა ჯგუფმა მასალას რუსეთში, ჩეხეთში და არაბეთის ემირატებში უკვე მოუყარა თავი.