ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
"თქვენ იცით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“, - განაცხადა გენერალმა.