საფრანგეთმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ჰამასის ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. იუწყება CNN
„ისრაელთან დაკავშირებით სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, გასცეს თუ არა ეს ორდერები, პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, რათა მხარი დაუჭიროს მის ბრალდებას. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სიტუაციაში”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პარიზმა ასევე განაცხადა, რომ ის მრავალი თვის განმავლობაში აფრთხილებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების მკაცრი დაცვის აუცილებლობის, განსაკუთრებით ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიუღებელ დონესა და ჰუმანიტარული წვდომის ნაკლებობის შესახებ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი „ჰამასის“ ლიდრების - იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.