სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, კარიმ ხანმა უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერების იაჰია სინვარის, მუჰამედ ალ-დიეფის და ისმაილ ჰანიას დაკავების ორდერი გასცეს.
პროკურორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან "ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში", რომლებიც ჩადენილია ღაზის სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.