ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. იუწყება BBC
მედიის ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო საარჩევნო კამპანია 12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე გაგრძელდება.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარდეს.
დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოჰბერი შეასრულებს.
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავსირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.