ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავსირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოჰბერი შეასრულებს. პრეზიდენტის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 50 დღისა ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.