ირანულმა მედიამ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა. იუწყება CNN
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება Reuters-იც.
„პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი დაიღუპა კატასტროფის შედეგად“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. მაღალჩინოსნის განცხადებით, პრეზიდენტ რაისთან ერთად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალიქ რაჰმეთი და პროვინცია თებრიზის აიათოლა ალი ჰაშიმი.
მანამდე ირანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენს, რომელშიც ცხრა პირი იმყოფებოდა, უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.